მრავალჯერ ნანატრი ზაფხულის დღეები თანდათან ილევა.იყურები ფანჯარაში და ამჩნევ თუ როგორ ყვეთლდებიან ფოთლები.ამ დროს თინეიჯერებს მხოლოდ ორი რამ მოსდით თავში-''სკოლა'' და ''რა ჩავიცვა''... რა თქმა უნდა არავის არასდროს არ აქვს ჩასაცმელი მთელი გარდერობიც სავსე რომ ჰქონდეს.ამიტომაც მომავალი შოპინგის გასაადვილებლად გთავაზობთ გოგონების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ძირითად ნივთებს.
შავი ჯინსი
მნიშვნელობა არა აქვს მაღალი ხარ თუ დაბალი - შავი ჯინსი ყველა სჭირდება...რატომ შავი? იმიტომ რომ შავი ყველაფერს უხდება და ოდან გამხდარსაც გაჩენს,თან სტანდარტული ლურჯი ჯინსი უკვე ზედმეტად მოსაწყენია. თუ მაინცდამაიც შავი ვერ ნახეთ ,აირჩიეთ რაც შეიძლება უფრო მუქი ეფექტის შესანარჩუნებლად.
კარდიგანი
გრძელი,განიერი კარდიგანი ჩემი საუკეთესო მეგობარი ხდება ცივ შემოდგომის დღეებზე.მთავარია რომ ის იყოს თბილი და რბილი ქსოვილისგან შეკერილი. ფერიც შესაბამისად უფრო მუქი და ნეიტრალური აირჩიეთ რომ ნებისმიერ ტანსაცმელს მოუხდეს.
sweatershirt
ადრე შემოდგომაზე,როგორიცაა სექტემბერი,მაინც და მაინც არც ისე ცივა ,ასე რომ ტყუილად შალის ქსოვილებში შეფუთვა არ ღირს.ჯობია რაიმე მსუბუქი და თან სეზონური ჩავიცვათ,უმჯობესია ისევ მუქი ან ნეიტრალური ფერი ავირჩიოთ .
ან თუ ძალიან გინდათ ყველასგან გამოირჩეოდეთ შეგიძლიათ რაიმე ფერადი და ჭრელი აირჩიოთ.
გრძელმკლავიანი მაისური
იგივე მაქვს სათქმელი გრძელმკლავიან მაისურზე,რომელიც შეიძლება უბრალოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს პატარა ნაწილიც დიდ როლს თამაშობს და არაჩვეულებრივად უხდება ჯინსებსა თუ კარდიგანს. ჩემი რჩევა იქნება ამოარჩიოთ უფრო ვიწრო და წელვადი მაისური,რომ ტანზე კარგად გეჯდეთ.ამ შემთხვევაში კარდიგანის ჩაცმის შემდეგ გაბერილი არ გამოჩნდებით და უფრო გაგახდუნებთ.
სვიტერი
და რა თქმა უნდა ყველასთვის საყვარელი,ცივი ამინდებისთვის შექმნილი სვიტერი. უმჯობესია სვიტერიც ნეიტრალურ ფერებში იყოს მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ნაჭრის ხარისხია.არ დაგენანოთ ზედმეტის გადახდა კარგ სვიტერში, გაითვალისწინეთ ის უნდა იყოს რბილი და გაწელვის შემთხვევაში თავის ფორმას უბრუნდებოდეს, თორემ მრავალჯერადი ჩაცმისა და გარეცხვის შემდეგ პირსახოცვით გახდება.
თბილი ელასტიკი
ვერ წარმომიდგენია ზამთარი ჩემი თბილი ელასტიკის გარეშე ,მისი ჩაცმა შეიძლება ყველგან და თუ ძალიან ცივა რეიტუზსაც შეცვლის.თბილი ელასტიკი უფრო სქელია ვიდრე ჩვეულებრივი და მისი პოვნაც ძნელია...მე ჩემი ერთ პატარა მაღაზიაში ვიპოვე შემთხვევით და რა თქმა უნდა ვიყიდე.
შავი ankle boots
თუ გინდათ რომ თქვენი ლუქი უფრო დახვეწილი იყოს გირჩევთ შავი პატა ჩექმის ყიდვას...მუქ ჯინსებთან დაწყვილებული ის ფეხს უფრო გრძელს და გამხდარს აჩენს,თან აუცილებელი არაა მაინც და მაინც მაღლქუსლიანი იყოს,დაბლებიც გამოდგება.
ფლანელი
კარგი ხარისხის და ფერის ფლანელი შეიძლება უამრავ ტანსაცმელს შევაწყვილოთ ან თუ ცხელა ჟაკეტის როლი მივანიჭოთ. პოპულარულია ფლანელის სვიტერის ქვემოთ ჩაცმა,მაგრამ ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ ფლანელის ფერი სვიტერის ფერს უხდებოდეს.აქაც როგორც ყოველთვის ხარისხი უმთავრესია ,არ უნდა დაგვენანოს ოდნავ მეტის გადახდა კარგ ფლანელში
ჩანთა
მაშინ როდესაც სკოლის ზურგჩანთა მოსაწყენი ხდებაგოგონებს სურვილი უჩნდებათ უფრო ქალური ჩანთა იყიდონ. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ სამ რამეს : ჩანთა უნდა იყოს წიგნების ტევადი , მსუბუქი რომ ზედმეტად არ დაგვამძიმოს და ჰქონდეს ორმაგი ყური. ორმაგ ყურში ვგულისხმობ როგორც ხელის მოსაკიდს ისე მხარზე გადასაკიდს. მხოლოდ მხარზე გადასაკიდი ჩანთის ყიდვა ცუდია ,რადგან ის ბავშვის ხერხელამს საფრთხეს უქმნის და დიდ ტკივილს იწვევს.
გმადლობთ ჩემი პოსტის წაკითხვისთვის.გთხოვთ დატოვეთ კომენტარი ,მე ამას ვიმსახურებ :P (^_^)